1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა დახმარება
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების მატერიალური წახალისება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
ა) მესამე შვილის შეძენისას –500 ლარი;
ბ) მეოთხე შვილის შეძენისას –700 ლარი;
გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას –1000 ლარი;
დ) ერთი და მეტი ტყუპის შეძენისას – 500 ლარი;
3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულზე 250 ლარის ოდენობით.
4. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულზე - 250 ლარით.
5. უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯი განისაზღვრება - 400 ლარით.
6. ახალი კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრაძალვის ხარჯების ანაზღაურება განისაზღვრება -400 ლარით.
7. ა) დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება – 1000 ლარი;
8. ბ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება 350 ლარი;
9. გ) დედ–მამით ობოლი ბავშვის დახმარება –400 ლარი, კვარტალში ერთხელ.
10. დ) ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირის დახმარება – 500 ლარი;
11. ე) ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარის დახმარება სააღდგომოდ 100 ლარი და საახალწლოდ 100 ლარი;
12. ვ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება, რომელსაც სტატუსი მიენიჭა თვალის დაავადების დიაგნოზით, დახმარება – 400 ლარი;
13. ზ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე:ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება –2000 ლარი;
14. თ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დახმარება, გარდა ცერებრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისა – 300 ლარი;
15. ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის(კონპენსაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) მიმღების დახმარება 350 ლარი;
16. კ) სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება თითოეულს - 350 ლარი;
17. ლ) 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის (ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება – 1800 ლარი;
18. მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა,დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების,უბედური შემთხვევის ან სხვა გარემოების გამო დარჩა უსახლკაროდ და არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარისა.
19. ნ) ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 250 ლარისა
20. ო) ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის დახმარება (გინეკოლოგის ან / და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან / და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტს 200 ლარი.
21. პ) 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის დახმარება 150 ლარის ოდენობით;
22. ჟ) სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 0-დან 65 000 ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება - 300 ლარი.
23. რ) სადღესასწაულოდ (აღდგომა) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-მდე ქულის ჩათვლით რეგისტრირებული), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, დედ-მამით ობოლი ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და სხვა მძიმე-სოციალურ ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების კვების პროდუქტებით დახმარება, თითოეულ ოჯახს არაუმეტეს 80 ლარის ღირებულებისა.
24. ს) ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვების (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი,ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება –1 500 ლარი;
25. ტ) ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა დახმარება -1 500 ლარი;
26. უ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირის დახმარება -300 ლარი;
27. ფ) ფსორიაზით დაავადებულ პირთა დახმარება -400 ლარი;
28. ქ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21 წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში - ყოველთვიურად 250 ლარი.
29. ღ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწასებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების გარდაცვალების ან/და უგზოუკვლოდ დაკარგვის გამო. სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 2000 ლარისა.
30. ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები, თანადაფინანსება განისაზღვრება გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს 2000 ლარისა.
32. ყ) სპეციალიზირებულ დაწესებულებიდან (მათ შორის მინდობით აღზრდიდან) ბიოლოგიურ ოჯახში,მეურვესთან / მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნებულ თითოეულ ბავშვს, ოჯახის გაძლიერების მიზნით, განესაზღვროთ დახმარება წელიწადში ორჯერ, ექვს თვეში ერთხელ 250 ლარი, წელიწადში 500 ლარი.
33. შ) პარკინსონით დაავადებულ პირთა ერთჯერადი დახმარება -400 ლარი.
34. ჩ) შშმ 18 წლამდე სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის სასმენი აპარატის შეძენა, თანხის ოდენობა განისაზრვრება არაუმეტეს 1500 ლარისა.
35. 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 0-დან 120000) ქულის ჩათვლით პირველკლასელებისათვის სასკოლო ნივთების შესაძენად - 100 ლარი.
36. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარჩინებული პირველკურსელებისათვის, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო 100%-იანი გრანტი, 2023-2024 წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია -200 ლარი.