სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით სოფლად სახლებსაც შეისყიდის. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.
პროექტის ფარგლებში, კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 1 ან მეტი ქულა.
მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება:
- ოჯახი, რომელიც შედგება 1 წევრისგან – 22 000 ლარი;
- ოჯახი, რომელიც შედგება 2 წევრისგან – 25 000 ლარი;
- ოჯახი, რომელიც შედგება 3 წევრისგან – 28 000 ლარი;
- ოჯახი, რომელიც შედგება 4 წევრისგან – 31 000 ლარი;
- ოჯახი, რომელიც შედგება 5 წევრისგან – 34 000 ლარი;
- ოჯახი რომელიც შედგება 6 წევრისგან – 37 000 ლარი;
- ოჯახი რომელიც შედგება 7 წევრისგან – 40 000 ლარი;
- ოჯახი რომელიც შედგება 8 წევრისგან – 43 000 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ წევრზე დამატებით 3000 ლარი.
საცხოვრებელი ფართის შესყიდვა შესაძლებელია დევნილი ოჯახის თანადაფინანსებითაც განხორციელდეს.
საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 6-თვიანი ვადა ეძლევათ.
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, განაცხადების მიღება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.